საქართველოსიახლეები

“კორონავირუსი ხელისუფლებისთვის პარტნიორი აღმოჩნდა”

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ არჩევნები ოპოზიციისთვის რთული იქნება.

„გახარიას გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, ოპოზიციამ ღიად უნდა დაინახოს გამოწვევა – კარსმომდგარი არჩევნები მათთვის რთული იქნება: „ოცნების“ ამომრჩეველმა მიიღო ის, რასაც ეძებდა – ძლიერი პრემიერი, რომელმაც დადო შედეგი ვირუსთან ბრძოლაში და რომელსაც მიღწეულმა შედეგმა თავდაჯერება შემატა.

“ჩამოუყალიბებელ ოპოზიციურ ამომრჩეველს ამ ფონზე გული და ხელი უფრო შუაშისტ-ცენტრისტული პარტიებისკენ გაუწევს, რომელიც კი არ შეცვლის, არამედ, დააბალანსებს ან სულაც, კოალიციაში შეუამხანაგდება „ოცნებას“ მომავალ პარლამენტში. იმ ოპოზიციური პარტიებისთვის კი, ვისთვისაც ამოცანა ხელისუფლების შეცვლაა, ეს ამოცანა უფრო მეტად გართულდა – დარჩენილ ხუთ თვეში მათ შეუძლებელი უნდა შეძლონ, რომ მიზანი რეალობად აქციონ და ამომრჩევლის უმრვლესობა ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაში დაარწმუნონ – კორონავირუსი ხელისუფლებისთვის ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა“. – წერს ლაგაზიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი პოსტები

Back to top button