მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

COVID-19 ოკუპირებულ რეგიონებში

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა შეზღუდვებს ხსნის. ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციები მოიხსნება და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები ვალდებულები იქნებიან, სამსახურს დაუბრუნდნენ.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი რუსეთთან საზღვრებს 30 ივნისამდე არ გახსნის. ასევე, აკრძალული რჩება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიების, მათ შორის, ქორწილების გადახდაც.

ამ დროისთვის, ოკუპირებულ რეგიონში კოვიდინფიცირების 39 შემთხვევაა დაფიქსირებული.

რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, იქ კორონავირუსისგან 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ყველა მათგანი რუსეთის სამხედრო სასწავლებლიდან ჩასული სტუდენტია.

ამასთან, საკარანტინო სივრცე დატოვა სამმა პირმა. აქედან ერთი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, დანარჩენი ორი კი, ასევე რუსეთიდან ჩასული სტუდენტია.

ე.წ. ოპერატიული შტაბის ცნობით, ოკუპურებულ რეგიონში 30 მაისს, 51 პირს ჩაუტარდა ტესტირება. კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა.

31 მაისის მონაცემებით, გუდაუთის ჰოსპიტალში მკურნალობას აგრძელებს კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი.

სოხუმის მტკიცებით, ჯამში, დე ფაქტო რესპუბლიკაში 28 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 23 უკვე გამოჯანმრთელდა. ერთი კი, გარდაიცვალა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button