მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

The Washington post და CNN საქართველოს შესახებ

The Washington Post

“შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან დასვენების ნავსაყუდელად წარმოგვიდგება”. – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა The Washington Post.

„გვერდზე გადავდოთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოს ახალი ტურისტული არეალი აქვს – ადგილი, სადაც პანდემიისგან დაისვენებ“. – წერს Washington Post.

სტატიის თანახმად, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველო წარმატების მაგალითია – 746 დადასტურებული შემთხვევა, საიდანაც 576 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 დაიღუპა. ახლა კი, მას სურს, რომ ეს წარმატება დასვენებისკენ მიმართოს.

„საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს, შორის, რომელიც ფრთხილად იწყებს ტურიზმის ინდუსტრიის ამუშავებას, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საფრთხეები დაკავშირებულია როგორც პოტენციურ ვიზიტორებთან, ისე დანიშნულების ადგილებთან”. – აღნიშნულია სტატიაში.

Washington Post წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ელჩებს დაავალა, მასპინძელ ქვეყნებში საქართველოს მთავარი მარკეტოლოგები იყვნენ.

„ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაუშვებს საქართველო მოგზაურობას შეერთებული შტატებიდან, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და გარდაცვლილი ჰყავს. “ზოგიერთი ქვეყნიდან ტურისტებს შესაძლოა, წინასწარ მოსთხოვონ კორონავირუსზე ტესტის პასუხი, ხოლო სხვებს შეიძლება, – არა.” – აცხადებს თურნავა”. – წერია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ გასულ ზაფხულს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დროებით საქართველოსთან ფრენები აკრძალა და რუს ტურისტებს სახლში დაბრუნება ურჩია, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა თბილისში პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, რადგან რუსმა დეპუტატმა სპიკერის სავარძლიდან მიმართა აუდიტორიას.

„თუმცა, საქართველოში მყარად იმატებს ტურისტების რიცხვი. 2001 წელს მხოლოდ 3 მილიონი ტურისტიდან, გასულ წელს რიცხვი 9 მილიონამდე გაიზარდა. საქართველო ეცდება კორონავირუსის შემდგომ მოგზაურებს ღია ცის ქვეშ აქტივობებისკენ უბიძგოს, რაც ხელს უწყობს დისტანციის ზომების დაცვას. მაგალითად, ეს იქნება ეროვნულ პარკებსა და მეღვინეობის რეგიონებში სტუმრობა. საქართველო, ასევე, რამდენიმე კურორტს „მწვანე ზონად“ აცხადებს იმ სტუმრებისთვის, რომლებსაც კონფიდენციალურობისა და სანიტარული ნორმების გარანტია სურთ”. – ნათქვამია სტატიაში.

 

CNN

„რომელი საერთაშორისო მიმართულებები იხსნება ტურისტებისთვის“ – ამ სათაურით მომზადებულ სტატიაში ტელეკომპანია CNN-ი ტურიზმისთვის საუკეთესო მიმართულებებზე, მათ შორის საქართველოზე წერს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობების უმეტესობა საერთაშორისო ტურიზმის წინააღმდეგ გამოდის, ზოგიერთი ქვეყნები უკვე იწყებენ შეზღუდვების შემსუბუქებას, რათა ტურისტებს გაუხსნან კარი.

„კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში ადგილი ჰქონდა ტურისტულ ბუმს – 5 მილიონი სტუმარი 2019 წელს, რაც 7%-ით მეტია 2018 წლის მონაცემებთან შედარებით. თუმცა ამა წლის მარტში, კრიზისის გამო, ქვეყანა იძულებული გახდა, დაეხურა ზამთრის კურორტები და აეკრძალა უცხოელთათვის ქვეყანაში შესვლა.

“ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც ტურიზმის სექტორის აღორძინების სურვილი ამოძრავებს, აცხადებს, რომ ქვეყანა უცხოელი სტუმრებისთვის 1-ლი ივლისიდან გაიხსნება. ოფიციალურმა პირებმა წარადგინეს ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც 3 ეტაპს მოიცავს, მათ შორის მარკეტინგის კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც „უსაფრთხო ტურისტული მიმართულების“, პოპულარიზაციას.

“მომდევნო ეტაპზე ნებადართულია შიდა ტურიზმი სპეციალურ „უსაფრთხო“ ტურისტულ ზონებში, ხოლო დასკვნით ეტაპზე გაიხსნება საზღვრები და აღდგება ფრენა ზოგიერთი მიმართულებით.

„ჩვენ გადავდივართ [კორონავირუსზე რეაგირების] მე-3 ეტაპზე, რაც გულისხმობს ეკონომიკის კრიზისის შემდგომ მართვას და სხვადასხვა სექტორის აღდგენის გეგმის შემუშავებას”. – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან ბრძოლის საბჭოს ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე.

“მისივე თქმით, ტურიზმის სექტორი იქნება პირველი, რომელსაც ანტიკრიზისული ზომები შეეხება”. – აღნიშნულია სტატიაში.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button