მსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა აზერბაიჯანსა და ბელარუსში

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 248 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 9-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 5 494 შემთხვევა, – 545 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში კორონავირუსით 2 კაცი გარდაიცვალა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 63 ადამიანი, – ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 1,15%. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში არის 6,25.

განვლილ 24 საათში აზერბაიჯანში 202 კაცი გამოჯანმრთელდა.

სულ, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განკურნებულია 3 428 პირი, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 62,40%. ამ დროისთვის, განსაკუთრებული რეჟიმის სავადმყოფოებში იმყოფება და მკურნალობას განაგრძობს 2 003 კაცი. მათგან 56 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 65-ის კი, – საშუალო სიმძიმის.

აზერბაიჯანში დღემდე ჩატარებულია 298 648 ტესტი, 29 648 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

 

ბელარუსი

ბელარუსში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 898 შემთხვევა დაფიქსირდა, 4-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

6 მაისიდან აქ ინფიცირების შემთხვევების დღიური მატება 894-დან და 969-მდე ფარგლებშია.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 42 556 შემთხვევა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა ჰანს ჰენრი კლუგემ 28 მაისს განაცხადა, რომ ევროპის 53 ქვეყანას შორის, უკანასკნელი 14 დღის მანძილზე გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის მხრივ, ყველაზე მეტად არიან დაწინაურებულები რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ბელარუსი და იტალია.

მილიონ მცხოვრებზე გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების სიდიდით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებშიც მოსახლეობის რაოდენობა მილიონზე მეტია, ბელარუსი ევროპაში მე-4 ადგილზეა.

ბელარუსში ყოველი მილიონი მცხოვრებიდან 4 503 კაცია ინფიცირებული.

განვლილ 24 საათში, ბელარუსში კორონავირუსით 6 კაცი გარდაიცვალა.

ბელარუსში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის დღიდან, ოფიციალურად, ერთხელაა დადასტურებული 7 კაცის გარდაცვალება, 4-ჯერ – 6 კაცის, 17-ჯერ 5 კაცის, 19-ჯერ – 4 კაცის, 10-ჯერ – 3 კაცის, 5-ჯერ – 2 კაცის, 3 შემთხვევაში – კი თითო-თითო კაცის გარდაცვალება.

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში კორონავირუსით 235 ადამიანის გარდაცვალებაა ოფიციალურად დადასტურებული.

კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტთა რაოდენობა 18 514-ია, – 43,51%

ბელარუსში სულ 541 093 ტესტია ჩატარებული, 57 261 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button