მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კოვიდ-19-ით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, გარდაცვლილია 75 წლის მამაკაცი, რომელიც სოფელ მუშევანიდან იყო. მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა და მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

“პაციენტს აღენიშნებოდა უმძიმესი გართულებები: სეპტიური შოკი, ფილტვის ემბოლია. ასევე, ინსულტი, რომელიც თავიდან ისე არ ჩანდა კვლევებით, თუმცა შემდეგ დადასტურდა. ამან დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო PCR ტესტი უარყოფითი იყო, დადგა მძიმე შედეგი.” – განაცხადა გოფოძემ.

საქართველოში ეს კორონავირუსით გარდაცვალების მე-13 შემთხვევაა.

24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა საქართველოში 4-ით გაიზარდა და 800 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 6-ით გაიზარდა და 640 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2 424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 304 პირი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button