რეგიონისაქართველოსიახლეები
კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა ოკუპირებულ ცხინვალში
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარული ექიმის მოადგილემ, ანა გაგლოევამ განაცხადა.
მისივე თქმით, დაინფიცირებული პირებიდან ერთი მედიკოსია, ორი კი, – სამხედრო სასწავლებლის კურსანტი.
ცნობისათვის, ოკუპირებულ ცხინვალში, 6 მაისიდან, ანუ იმ დღიდან, როცა რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, 45 ადამიანი დაინფიცირდა. 31 მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაწერეს.