მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
რუსთავის მერის მოადგილე სცემეს

რუსთავის მერის მოადგილეს სცემეს. გოჩა ლორიას ფიზიკური დაზიანებები ერთ-ერთმა მოქალაქემ მერიის შენობაში მიაყენა. არსებული ინფორმაცით, დანაშაული საჯარო მოხელის საქმიანობას უკავშირდება.
რუსთავის მერია ინფორმაციას ადასტურებს:
“მერის ადმინისტრაციის შენობაში გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. საქმე გადაცემულ იქნა სამართალდამცველი ორგანოებისთვის და მიმდინარეობს გამოძიება.” – განაცხადა რუსთავის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
ძალადობის ფაქტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. სამართალდამცველებმა მოქალაქე ბექა თავაძე, რომელმაც რუსთავის მერის მოადგილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.