მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
5 ახალი ინფიცირებული საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 827-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 690-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 3 230 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 285 პირი. საქართველოში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.