მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

როდემდე მოგვიწევს პირაბდეების ტარება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პირბადის ტარების შესახებ რეგულაცია ამ ეტაპზე იმოქმედებს მხოლოდ 15 ივლისამდე, შემდეგ კი, გადაწყვეტილება რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და ექსპერტების რჩევებიდან გამომდინარე მიიღება.

„ჩვენ ვართ კორონავირუსთან ბრძოლის ახალ სტადიაზე. ამიტომ მიგვაჩნია, რომ პირბადის ტარების წესი უნდა ისჯებოდეს არა 2 ათასი ლარით, არამედ ადმინისტრაციული წესით, – 20 ლარით.

“შესაბამისად, ეს არის დროებითი ღონისძიება. ეს წესი ამ ეტაპზე იმოქმედებს მხოლოდ 15 ივლისამდე. ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დასჯა, ჩვენი მიზანია პრევენცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევაკავოთ ვირუსის გავრცელება.” – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button