მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ახალი შემთხვევები: 8 ინფიცირებული და 5 გამოჯანმრთელებული
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 851 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 5-ით გაიზარდა და 702 გახდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევაა დადასტურებული.
კარანტინის რეჟიმშია 3 026 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 297 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.