მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 8 მილიონს გადააჭარბა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, 4,3 მილიონზე მეტია. – შესაბამის მონაცემებს worldometers.com-ი აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, პანდემიის გავრცელების დღიდან ვირუსს მსოფლიოში 439 228 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, კვლავ აშშ ლიდერობს, სადაც კოვიდ-19-ის 2 182 950 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია – 118 283 ადამიანი.

მეორე ადგილზეა ბრაზილია 891 556 დაინფიცირებულითა და 44 118 გარდაცვლილით.

ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებით, მესამე პოზიციაზეა რუსეთი, სადაც პანდემიის გავრცელების დღიდან დაინფიცირების 537 210 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულთა რაოდენობა კი, 7 091-ია.

კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით, პირველ ათეულში ასევე შედიან ინდოეთი (343 091), გაერთიანებული სამეფო (296 857), ესპანეთი (291 189), იტალია (237 290), პერუ (232 992), ირანი (189 876) და გერმანია (188 044).

მსგავსი პოსტები

Back to top button