მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“შემახე ამნისტია” – აქცია რუსთავში

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ორგანიზატორობით, რუსთავის ცენტრალურ მოედნზე აქცია გაიმართა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს.

აქციაში რუსთაველი მსჯავრდებულების ოჯახის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. ისინი ქვეყნის მმართველ პარტიას მოუწოდებენ, რომ მასობრივი შეწყალების აქტი გამოსცეს.

“ჩვენ ძალიან ცოტა ხანში ვაპირებთ, რომ მივმართოთ საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტით, რომელიც იქნება ამნისტიის შესახებ, სადაც თითქმის ყველა პატიმარს შეეხება აღნიშნული კანონპროექტით ამნისტია.

“მე იმედი მაქვს, რომ ჰუმანურობას გამოიჩენენ საკანონმდებლო ორგანოს წევრები, როგორც უმრავლესობაში, ასევე უმცირესობაში და მხარს დაუჭერენ ჩვენს მიერ წარდგენილ ინიციატივას.” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

https://www.facebook.com/inforustavi/videos/2641042752816819/

მასობრივი ამნისტიის მოთხოვნით, აქცია რუსთავამდე გაიმართა ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. აქციის ორგანიზატორის თქმით, ასევე ინტენსიურად, ყოველ შაბათს, აქცია იმართება თბილისში.

შემაჯამებელი აქცია 27 ივნისს თბილისში, რუსთაველის მეტროსთან გაიმართება, რის შემდეგაც ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე საკანონმდებლო ორგანოში მასობრივი ამნისტიის შესახებ კანონპროექტის შეტანას აპირებს. მისი განცხადებით, კანონპროექტს პარლამენტში 10 ივლისამდე წარადგენს.

მსგავსი პოსტები

Back to top button