მსოფლიოსიახლეები

კოვიდინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი

პორტუგალიაში, წვეულების შემდეგ, ახალი კორონავირუსით, მინიმუმ, 90 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ, ABC იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წვეულება 7 ივნისს, ქალაქ ლაგოსის სპორტულ კლუბში, რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში გაიმართა. ზეიმს 100-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, ხოლო კლუბის ხელმძღვანელობამ პოლიცია გამოიძახა.

ამასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრმა მარტა ტემიდომ აღნიშნა, რომ პორტუგალიაში 20-ზე მეტი ადამიანის შეხვედრა კვლავ აკრძალულია.

ინფექციის გავრცელების დაწყების შემდეგ, რესპუბლიკაში 39 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო 1 530 პაციენტი გარდაიცვალა. 2 მაისამდე, ქვეყანას საგანგებო მდგომარეობა ჰქონდა გამოცხადებული. 4 მაისს კი, ხელისუფლებამ დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 183 020 შემთხვევა დადასტურდა.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რეკორდული ზრდის მთავარი წყარო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა იყო. აღსანიშნავია, რომ აქამდე ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი 18 ივნისს დაფიქსირდა, როდესაც მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 181 232 შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 9 087 969 ადამიანი დაინფიცირდა, 4 866 198 კი, გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 188 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button