მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

აღლუმზე მიწვეულ ბჟანიას პუტინმა კრემლში უმასპინძლა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინმა ბჟანია კრემლის სასახლეში მიიღო.

ასლან ბჟანიამ, რომელიც ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში “დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი” მიძღვნილ აღლუმზე მიიწვია, რუსეთის პრეზიდენტს აფხაზი ხალხის სახელით მიულოცა და მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

კორონავირუსის პანდემიის გამო 9 მაისიდან 24 ივნისს გადატანილ სამხედრო აღლუმს, პუტინის მიწვევით ესწრება საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონის, – ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც.

მოსკოვში ჩავიდნენ ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, მოლდოვის და სერბეთის პრეზიდენტებიც.

მსგავსი პოსტები

Back to top button