fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

COVID-19 – სტატისტიკა

69
Share Button

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შეგროვებული მასალების თანახმად, მიუხედავად ზაფხულისა და ვირუსთან ბრძოლის კონკრეტული გეგმების შემუშავებისა, კორონავირუსის გავრცელება მაინც ძალზე მასშტაბურად მიმდინარეობს. დაღუპულთა რაოდენობა უკვე 500 000-ს გასცდა. აშშ-ში ამ დრომდე რჩება ზემოხსენებული ინფექციით 1 415 000 დაავადებული პაციენტი, გარდაცვლილთა რიცხვი კი, უკვე თითქმის 130 000-ია.

უკანასკნელი „უიქენდის“ განმავლობაში, კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში უკვე 10 მილიონს გასცდა.

მხოლოდ 1-იდან 27 ივნისამდე არსებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად დგინდება, რომ ყოველ 24 საათში კოვიდ 19-ისგან 4 700-ზე მეტი ადამიანი იღუპებოდა, დღეს კი, რიცხვი ოდნავ გაზრდილია. უკანასკნელ 5 თვეში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ გადააჭარბა იმ პაციენტთა რიცხვს, რომლებიც ყოველწლიურად მალარიით კვდებიან.

უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, საშუალოდ,  კორონავირუსი თვეში 78 000 ადამიანს კლავს, აივ ინფექციისგან კი, 64 000-მდე პაციენტი იღუპება. 36 000 კი, მალარიისგან ასრულებს სიცოცხლეს ფატალურად.

კორონავირუსის გავრცელებამ უკანასკნელ პერიოდში ძალზე მასშტაბური სახე მიიღო აგრეთვე ბრაზილიში, სადაც ინფექციით 1 345 000 ადამიანი დაავადდა, ხოლო 58 000-მდე მათგანი გარდაიცვალა.

მძიმე მდგომარეობაა ევროპაშიც, სადაც ვირუსის გავრცელების მხრივ, რუსეთმა კონტინენტის ყველა „ქვეყანა ჩამოიტოვა“. ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ხელისუფლება რეალურ მონაცემებს მალავს და გარდაცვლილთა რაოდენობა, ოფიციალურ რიცხვებთან შედარებით, გაცილებით მეტია. რუსეთში სულ 634 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, რომელთაგან 226 277 ამ დრომდე საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული 5 568 810 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი