fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მორიგი დისციპლინური წარმოება, ამჯერად, FB პოსტების გამო

141
Share Button

ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სამინისტრო დაუსაბუთებლად სანოტარო საქმიანობის შეჩერებაში დაადანაშაულა, კიდევ ერთი დისციპლინური წარმოება მიმდინარეობს.

ეს წერილი ჩამბარდა ნახევარი საათის უკან იუსტიციის სამინისტროში, დათარიღებული არის 24 ივნისით, ეს დღეები ვერ ჩაგაბარეთო,…

Geplaatst door Bachana Shengelia op Maandag 29 juni 2020

ინფორმაციას ამის შესახებ თავად შენგელია ავრცელებს. როგორც შენგელია აცხადებს, იუსტიციის სამინისტრო ამჯერად, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსების გამო ედავება:

“დადგინდა, რომ თქვენ – ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია, საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებდით მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდით პოლიტიკურ შეფასებებს.” – ვკითხულობთ წერილში, რომელიც შენგელიამ სამინისტროდან მიიღო.

მანამდე შენგელია ამბობდა, რომ 19 ივნისს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, იუსტიციის სამინისტრომ ქსელიდან გამორთო პროგრამა, რომლითაც სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა.

როგორც შენგელია აცხადებს, იუსტიციის სამინისტრომ მის მიერ მიწერილი წერილის პასუხად აცნობა, რომ უწყებამ მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო, რადგანაც 18 ივნისს განხორციელებული ინსპექტირებისას, თავად შენგელია სანოტარო ბიუროში არ იმყოფებოდა და საქმიანობას მისი შემცვლელი ახორციელებდა.

ბაჩანა შენგელია აღნიშნავდა, რომ, კანომდებლობის მიხედვით, ნოტარიუსს საკუთრი შემცვლელის დანიშვნა წელიწადში 30 დღის ვადით შეუძლია, მან კი, შემცვლელი სანოტარო ბიუროში 3 დღით, ავადმყოფობის გამო დატოვა. ამასთან, შენგელია აცხადებს, რომ პროგრამაზე წვდომის შეზღუდვა დისციპლინური წარმოების შედეგი უნდა იყოს და წარმოებისას ამ ნორმის გამოყენებაც უკანონოა.

შესაბამისად, შენგელია ამბობდა, რომ იუსტიციის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას თავის აქტივობას უკავშირებს ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში აქვს გაგზავნილი და ამ საკითხის შესასწავლად, გენერალურ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართავს:

პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა გიორგი გახარიას აღნიშნულ საკითხზე კითხვები დაუსვეს. ოპოზიციის კითხვებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ კონკრეტულ შემთხვევებზე ამ ფორმატში ვერ ისაუბრებს და მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში ვიზიტისას, მზადაა, აღნიშნულ საკითხზეც ისაუბროს:

“არსებობს საქართველოს კანონი ნოტარიატის შესახებ, სადაც წერია, რომ ნოტარიუსები ახორციელებენ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. არა რაიმე უფლებამოსილებას, არამედ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას. როდესაც მე აქ წარვდგები მინისტრის საათის ფორმატში, მაშინ ნებისმიერ ცალკეულ ქეისზე ვისაუბროთ, მაგრამ სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, იქვე წერია კანონმდებლობაში, აკრძალულია ნოტარიუსის რაიმე ტიპის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში.

“ამიტომ, დაანებეთ ნოტარიუსებს და ამ ადამიანს თავი, კოვიდის და პანდემიის პირობებში მოქმედებს ყველა ნოტარიუსისადმი დროებითი წესები და ნებისმიერი ნოტარიუსი, რომლის ინსპექტირებისას აღმოჩნდება, რომ დაარღვია წესი, დროებით შეუჩერდება ბიუროს საქმიანობის უფლება. ნუ აპოლიტიზირებთ ამ თემას და ნუ აფიქრებინებთ საზოგადოებას, რომ ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის და თქვენი აქტივისტია.” – თქვა თეა წულუკიანმა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი