მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ახალი შემთხვევები: 4 ინფიცირებული და 4 გამოჯანმრთელებული
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 943 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 4-ით გაიზარდა და 821 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 3080 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 242 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.