მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა აჭარაში დადასტურდა

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა. 27 წლის მამაკაცს ყაზახეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. იგი თურქეთის გავლით საქართველოში დაბრუნდა. რაც შეეხება ქალს, იგი აჭარაში ერთ-ერთი კლინიკის სანიტარია.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რისკ-ჯგუფების გეგმური შემოწმებისას, სანიტარს ინფექცია დაუდასტურდა. ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ადამიანი მკურნალობს.

ამასთან, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 948 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 3 569 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 199 პირი.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 825 არის. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button