მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ახალი შემთხვევები: 2 ინფიცირებული და 2 გამოჯანმრთელებული
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 953 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 2-ით გაიზარდა და 830 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 3 828 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 192 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.