მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ახალი შემთხვევები: 5 ინფიცირებული, 8 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 958 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 8-ით გაიზარდა და 838 გახდა.

stopcov.ge-ს თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 3 903 მოქალაქე; სტაციონარში მოთვალყურეობის ქვეშ, – 202 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button