მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ახალი შემთხვევები: 5 ინფიცირებული და 3 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 963 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 3-ით გაიზარდა და 841 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 3 903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 202 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button