მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

COVID-19 – სტატისტიკა

კოტ-დივუარის პრემიერი მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ გარდაიცვალა. 61 წლის გონ კულიბალი, სხდომაზე შეუძლოდ ყოფნის გამო, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ქვეყნის პრეზიდენტს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და ის მკურნალობის კურსს გადიოდა. კულიბალი ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა.

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ ანტიმალარიული პრეპარატის, ჰიდროქსიქლოროქინის ორი დოზის მიღების შემდეგ, თავს კარგად გრძნობს.

ბოლსონარუს თქმით, აღნიშნული პრეპარატის პრევენციის მიზნით მიღების შემთხვევაში, კოვიდ 19-ით არ დაინფიცირდებოდა.

„ჰიდროქსიქლოროქინი აზითრომიცინთან ერთად მივიღე. მეორე დოზის მიღების შემდეგ, თავს კარგად ვგრძნობ. მე რომ ჰიდროქსიქლოროქინი პრევენციის მიზნით მიმეღო, ახლა კარანტინში კი არ ვიქნებოდი, არამედ ვიმუშავებდი.” – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

მან ანტიმალარიული პრეპარატის მესამე დოზა ვიდეო მიმართვის დროს დალია.

„მე მჯერა ჰიდროქსიქლოროქინის და თქვენ?“ – აღნიშნა ბოლსონარუმ.

ცნობისთვის, ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 716 196-მდე გაიზარდა, დაღუპულთა რიცხვმა კი, 68 055-ს მიაღწია.

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 707 301 -მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 176 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 10 843-ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში „კოვიდ 19“-ისგან 481 316 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 196 904-ს მიაღწია. შესაბამის მონაცემებს worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ვირუსს დღემდე 552 771 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 7 093 762 ადამიანი კი, – გამოჯანმრთელდა.

კოვიდინფიცირებულების რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილზე აშშ დგას, სადაც კოვიდ 19-ის 3 159 514 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან დაღუპულია 134 873 და გამოჯანმრთელებულია 1 393 256 ადამიანი.

აშშ-ს ბრაზილია მოსდევს. მესამე ადგილზე კი, ინდოეთია, სადაც კორონავირუსით, საერთო ჯამში, 771 833 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულთა რაოდენობა კი, 21 174-ია.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში გამოვლინდა. პირველი ფატალური შემთხვევა კი, 10 იანვარს ჩინეთის ქალაქ უხანში დადასტურდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button