fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

“იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ”

91
Share Button

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია მოსკოვის “ცსკას” რიგებში ოფიციალურად ჩაირიცხა.

თორნიკე შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და რუსულ კლუბში განხორციელებულ ტრანსფერზე ისაუბრა.

“კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში, თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ.

“ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც უნდა ვიყო.

“ამ გადაწყვეტილების მიღებით, არც ერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემ მიმართ.” – განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

მოისმინეთ თორნიკე შენგელიას ხმა.

ამ თემაზე კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმაც გააკეთა.

“ჩემთვის სამწუხარო და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით.” – წერია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ განცხადებაში.

ჩემთვის სამწუხარო და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით

Geplaatst door სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili op Donderdag 9 juli 2020

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი