მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ახალი შემთხვევები: 8 ინფიცირებული და 5 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 981 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 851-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 4 851 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 231 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button