fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

750 მლრდ € ევროკავშირის წევრების ეკონომიკების აღსადგენად

130

ოთხდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს ბლოკის მიერ 750 მილიარდი ევროს გამოყოფას, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ გადაუდებელი დახმარების ფონდის ფარგლებში 390 მილიარდი ევრო გრანტის, ხოლო 360 მილიარდი – დაბალპროცენტიანი სესხის სახით გაიცემა.

შეგახსენებთ, კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენისკენ მიმართული მასშტაბური სტიმულირების ფონდის შექმნის თაობაზე, ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში ოთხი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ. ევრობლოკის შიგნით, ფინანსურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა იყო, რის გამოც მათ შეთანხმების მიღწევა უჭირდათ. ეკონომიკური სტიმულირების გეგმის დასამტკიცებლად, საჭირო იყო ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს მხარდაჭერა.

“დღეს ჩვენ ისტორიული ნაბიჯი გადავდგით, რითაც შეგვიძლია ყველამ ვიამაყოთ.” – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რითაც ის კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტზე ევროკავშირის ლიდერებს შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.

„მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები კიდევ გადასადგმელია. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი: ევროპარლამენტის მხარდაჭერის მოპოვება.” – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მან გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეთანხმების მიღწევის მიზნით გამართული მოლაპარაკებების გაძღოლისთვის მადლობა გადაუხადა.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი