მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
ახალი შემთხვევები: 12 ინფიცირებული და 4 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 085-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 911-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 936 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 268.