მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-17 პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელსაც კორონავირუსითან ერთად, თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1 155 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 929 გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 6 489 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 337 პირია, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button