კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეებისპორტი

“საბურთალოს” სტადიონს გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭა

საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს“ ერთ-ერთ სტადიონს გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის სახელი მიენიჭა.

მოედნის გახსნაზე შაქარაშვილის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. მისი ცხედარი 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს.

ექსპერტიზის დასკვნით, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით.

საქმე გადაკვალიფიცრებულია და ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში. 17 დაკავებულიდან აღნიშნული მუხლი არავის აქვს წარდგენილი.

მოისმინეთ საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის და გიორგი შაქარაშვილის მეგობრის, გიორგი მამუჩიშვილის კომენტარები.

მსგავსი პოსტები

Back to top button