მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მტერთან 35-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა-უკრაინაში 257 010 ოკუპანტი მოკვდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერთან 35-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.

“გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 41 საჰაერო და 3 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 74. ამასთან, უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.

მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. გასული დღის განმავლობაში მტერთან 36 საბრძოლო შეტაკება მოხდა”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 257 010 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 19 აგვისტომდე, არსებულ ინფორმაციას მოიცავს.

უწყების ცნობით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დაახლოებით 500 სამხედრო, 8 ტანკი და 19 საარტილერიო სისტემა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 4340
ჯავშანტექნიკა – 8424
საარტილერიო სისტემა – 5212
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 714
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 486
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 316
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 4282
ფრთოსანი რაკეტა – 1406
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 7665
სპეცტექნიკა – 785
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button