მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კახეთში 27 წლის მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

27 წლის მამაკაცს, რომელსაც კახეთში კორონავირუსი დაუდასტურდა, სოფელში რამდენიმე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

დაინფიცირებული პირი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის მცხოვრებია და ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მუშაობს. მას ტესტირება რამდენიმე დღის წინ ჩაუტარდა, თუმცა პასუხი დღეს გახდა ცნობილი. ახალგაზრდა ოჯახში 4 დღის წინ იმყოფებოდა.

“სოფელში რამდენიმე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან. თავად დაინფიცირებული კი, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს. დაინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია.” – განაცხადა გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, მანანა გოგაშვილმა.

დამატებითი ინფორმაციისა და კონტაქტების გამოსავლენად, სოფელ ვეჯინში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button