მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ვეჯინის მაცხოვრებელს Covid-19 დაუდასტურდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მცხოვრების, კოვიდინფიცირებული პირის დას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელი ნელი ხიზანიშვილი ადასტურებს.
„გამოკვლეულ კონტაქტებს შორის დას დაუდასტურდა ვირუსი. ამ წუთებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ეპიდემიოლიგთა ჯგუფი მუშაობს. სპეციალისტები კონტაქტების მოძიებაზე აქტიურად მუშაობენ“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომელს, 27 წლის მამაკაცს, კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა. ის სოფელში ტესტის პასუხებამდე 4 დღით ადრე იმყოფებოდა მამაკაცის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button