მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ხმაურის ფონზე დამტკიცებული ბათუმის ბიუჯეტი

ბათუმის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე დაამტკიცა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში მიღებული ფინანსური დახმარებიდან, ბათუმის მუნციპალიტეტს, ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ, ერთი თეთრიც კი არ გაუღია. ეს მაშინ, როცა ბიუჯეტის ცვლილებების პროექტში ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

ბათუმის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების შესახებ კონკრეტულ განმარტებებს მოითხოვენ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც.

მირდატ ქამადაძე

“თვითმმართველობას წარმოდგენა არ აქვს, როგორ უნდა ებრძოლოს კრიზისს, მაშინ, როცა ადამიანებს ჭირდებათ გვერდში დგომა ეკონომიკური თვალსაზრისით. ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების და ამ თანხის სხვა მიმართულებით გამოყენების ნაცვლად, მათ გაზარდეს შტატები საკრებულოში.” – ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მირდატ ქამადაძე.

მოისმინეთ საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების, მირდატ ქამადაძის და ლევან ანთაძის კომენტარები.

არჩილ ჩიქოვანი

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი კი, ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ცვლილებების პროექტში ყველა დეტალი ზუსტად იყო გაწერილი. მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიუჯეტში ღონისძიებათა ნაწილის და შესაბამისად, მათთვის გათვალისწინებული ხარჯების შემცირება მოხდა.

მოისმინეთ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ ჩიქოვანის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button