ახალი ამბებიკრიმინალიმნიშვნელოვანი

ირმა ჭკადუა – აბსურდული ბრალდებით ცდილობენ ბასილაშვილის იმიჯის შელახვას

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ დღეს გავრცელებულ „ბრალის დამძიმების“ თემას გამოეხმაურა მისი ადვოკატი ირმა ჭკადუა. ჭკადუას თქმით, არავითარი ბრალის დამძიმება არ მომხდარა და რასაც ნიკოლოზის ყოფილი მეუღლის – ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველები ავრცელებენ, აბსურდია.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პროკურატურამ მათი მოთხოვნა გაიზიარა და ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა.

როგორც ქართველი ჩოგბურთელის ადვოკატი, ირმა ჭკადუა აცხადებს, ნელი დოროყაშვილის ადვოკატები აბსურდული ინფორმაციის გავრცელებით ბასილაშვილის იმიჯის შელახვას და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას ცდილობენ.

ამერიკის ცინცინატის ღია პირველობამდე, ორი დღით ადრე, მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა მსოფლიოს 27-ე ჩოგანზე.

დღეს, მედია საშუალებებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინაღმდეგ, მორიგი აბსურდული ინფორმაცია გაავრცელეს ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა, რაზეც, გვსურს, მცირე განმარტება გავაკეთოთ:

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საუბარი, ბასილაშვილის წინაღმდეგ ბრალის დამძიმების შესახებ, არის მორიგი სპეკულაცია და ემსახურება სპორტსმენის იმიჯის შელახვას. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ რეალურად, პროკურატურაში, ბასილაშვილის წინააღმდეგ, ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა.

რადგან გამოძიების პირველ ეტაპზე, წაყენებული ბრალის მოხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით, ეს პატიმრობის ვადა, 2 წლამდე შემცირდა.

შესაბამისად, გაურკვეველია რას გულისხმობენ, ბრალის დამძიმებაში, ნელი დოროყაშვილის ადვოკატები.

რაც შეეხება, გენდერული და სხვა ნიშნით ძალადობას, აღნიშნული ბრალდება, არის დამყარებული მხოლოდ ერთი ადამიანის – ნელი დოროყაშვილის ჩვენებაზე და არის მისი სუბიექტური შეფასება, რადგან საქმეში არ მოიპოვება არცეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური ან მორალური ძალადობის ფაქტს, – აცხადებს ირმა ჭკადუა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება და ამერიკული ტურნეს ფარგლებში ორ დიდ ტურნირზე, ცინცინატის მასტერსსა და ამერიკის ღია პირველობაზე ასპარეზობას გეგმავს.

ცინცინატის მასტერსზე, ბასილაშვილის პირველი მატჩი 22 აგვისტოს, კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმის წინააღმდეგაა გაიმართება.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button