მნიშვნელოვანისიახლეები

გასულ დღე-ღამეში ყველაზე მეტი კოვიდინფიცირებული ინდოეთში გამოვლინდა

გასული დღე-ღამის მანძილზე მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ინდოეთშია დადასტურებული და 82 860-ს შეადგენს. იმავე დროში 1 026 ინფიცირებული გარდაიცვალა. ქვეყანაში სულ 3 484 968 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 67 486 ინფიცირებული გარდაიცვალა.

მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც 48 632 შემთხვევა გამოავლინეს, ხოლო 1 218 გარდაიცვალა. ჯამში, ბრაზილიაში 4 001 422 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 123 899 ადამიანი გარდაიცვალა.

გასული 24 საათის მაჩვენებლებით მესამე ადგილზეა  აშშ დადასტურებული 41 211 შემთხვევით. რაც შეეხება გარდაცვლილების რაოდენობას – 1 090-ია. ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში სულ 6 290 737 შემთხვევაა გამოვლენილი, 189 964 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს – თურქეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1 596 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 273 301-მდე გაიზარდა.

მესამე დღეა, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები 1 500-ს აჭარბებს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თურქეთში კორონავირუსის პანდემიამ პიკს მეორედ მიაღწია. მან განმარტა, რომ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქ ანკარაშია დადასტურებული.

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 45 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა 6 462-ს მიაღწია.

გასულ დღე-ღამეში რუსეთში კორონავირუსის 4 952 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, 115 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. სულ აღრიცხულია  1 005 000 შემთხვევა, გარდაცვლილთა რიცხვი 17 41-ია.

კვლავ მაღალია კოვიდინფიცირებულთა გამოვლენის მაჩვებენელი უკრაინაშიც, სადაც ბოლო 24 საათში 2 495 შემთხვევაა გამოვლ;ენილი, 51 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ჯამში, ქვეყანაში 125 789 შემთხვევა და 2 656 გარდაცვალებაა დადასტურებული.

სომხეთში ინფიცირების ახალი 197 შემთხვევაა დადასტურებული და ჯამურად 44 075-ს შეადგენს. გარდაცვლილების რიცხვი კი 3-ით გაიზარდა და 884-ს მიაღწია.

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 154 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, 2 ინფიცირებული გარდაიცვალა. მთლიანობაში ქვეყანაში 36 732 ინფიცირებულია გამოვლენილი და კოვიდინფექციით 538-ია გარდაცვლილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button