მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2 758 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31-ით გაიზარდა და 1 412 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 6 633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 836 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა. ინდოეთი პანდემიით მეორე ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანად ითვლება მსოფლიოში და ინფიცირებულთა მაჩვენებლებით, ის მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება.

ინდოეთში ვირუსით 82 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, დღეში გარდაცვლილთა საშუალო მაჩვენებლი კი, 1 000-ზე მეტია. ბევრ ქალაქში საავადმყოფოები ინტენსიური თერაპიის საწოლებისა და ჟანგბადის ბალონების დეფიციტის წინაშე დგანან.

მთავრობამ აღნიშნა, რომ ინდოელების რაოდენობა, რომლებიც კოვიდ-19–ით იღუპებიან, მისი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

15 სექტემბერს ირლანდიის პარლამენტის კაბინეტის სრული შემადგენლობა დროებით თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ თემაზე ინფორმაცია პარლამენტის სპიკერმა გაავრცელა.

როგორც ირლანდიის ეროვნული მაუწყებელი RTÉ იუწყება, იზოლაციის მიზეზი ჯანდაცვის მინისტრის საეჭვო სიმპტომები გახდა. მინისტრი ექიმს დაუკავშირდა და კორონავირუსზე ტესტი მოითხოვა, რადგან თავს ცუდად გრძნობს.

საპარლამენტო პროცედურები დროებით გადაიდო.

ირლანდიაში სულ კორონავირუსის 31 549 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 24 000 ადამიანი, გარდაცვლილია – 17 87.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა.

მსგავსი პოსტები

Back to top button