Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

კახეთში, ოთხი კოვიდინფიცირებული პირიდან, ორი შსს-ს თანამშრომელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილება
462
ნელი ხიზანიშვილი

კახეთში კორონა ვირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ყველა შემთხვევის კონტაქტები დგინდება.

“ოთხი ახალი შემთხვევიდან, ერთი არის მატანში, ქორწილის კლასტერიდან, ის იყო თვითიზოლაციაში. ერთი შემთხვევაა ლაგოდეხში, ხოლო ორი ახალი შემთხვევაა სიღნაღში. გამოვლენილი პაციენტები არიან ქალბატონები, რომელიც გამოვლენილია გეგმიური ტესტირების შედეგად. ეს შემთხვევა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სიღნაღის სამმართველოში და წყარო არის დაუდგენელი. ეპიდემიოლოგები მუშაობენ ყველგან, სადაც კოვიდ-19 გამოვლინდა. რაც შეეხება გურჯაანის 63 კონტაქტს, ყველა პასუხი უარყოფითია.” – განაცხადა ხიზანიშვილმა.

კოვიდ ინფიცირებულ პირებს, უახლოეს საათებში, სპეციალიზებულ კლინიკებში გადაიყვანენ. ტესტირება გრძელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანშიც, სადაც სამედიცინო პუნქტი 14 სექტემბერს განთავსდა.

ბიოლოგირი მასალა კვლევისათვის, ეტაპობრივად იგზავნება. ხვალისთვის, კახეთში 520 პირის ტესტირების პასუხს ელოდებიან.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი