მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კოვიდ-ინფიცირების ახალი შემთხვევები საჯარო უწყებებში

კოვიდ-19 თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელს დაუდასტურდა.

როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, თანამშრომელი, რომელსაც კოვიდ-19 დაუდასტურდა, ერთი კვირის განმავლობაში დისტანციურად მუშაობდა.

ასევე, მერიის ინფორმაციით, მასთან კავშირში მყოფ ყველა პირს ტესტირება ჩაუტარდა და მიღებულია ყველა ზომა, რასაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ითვალისწინებს.

კორონავირუსი დაუდასტურდათ ასევე, ხელვაჩაურში მერის მოადგილესა და ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს.

ამ ინფორმაციას ხელვაჩაურის მერიაში ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, მათთან კავშირში მყოფი 100-მდე პირის ანალიზები ლაბორატორიაშია გაგზავნილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button