fbpx
Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

27

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის, სამსახურებრივი მივლინებით, აჭარაში იმყოფებოდა.

მესაზღვრის ტესტის პასუხი გუშინ გახდა ცნობილი. ინფიცირებული თანამშრომელი სამუშაო ადგილზე, ჯავა-ონის სამმართველოში არ დაბრუნებულა. შესაბამისად, თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.

ინფიცირებული მესაზღვრე ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

 

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი