ანალიტიკამნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“ოცნებამ” სიღნაღელებისთვის “საოცნებო წყლის” დაპირება კიდევ ერთხელ გასცა

სიღნაღელებისთვის წყლის 30 წლიანი პრობლემის მოგვარებაზე არაერთი კანდიდატის თუ პარტიის მიერ გაცემული წინასაარჩევნო დაპირება, კვლავ ოცნებად რჩება.

გასული წლების მსგავსად, დღესაც პოლიტიკურმა პარტია “ქართულმა ოცნებამ”, რომელმაც მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი წარადგინა, კიდევ ერთხელ გასცა დაპირება სიღნაღელებისთვის ინფრასტრუქტურული და წყლის პრობლემის მოგვარებაზე.

“ოცნების” პირველმა ნომერმა გიორგი გახარიამ, მომავალი ოთხი წლის გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, 20 მილიარდ ლარს დახარჯავს.

“სიღნაღში მოგვარდება 24 საათიანი წყალმომარაგების პრობლემა. მთლიანად, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯავს მინიმუმ, 20 მილიარდ ლარს ეს იქნება,წყალი, გაზი, გზები, წყალარინებისა და სარწყავი სისტემები, კანალიზაცია, იმისათვის, რომ საბაზისო ინფრასტრუქტურა იყოს ნორმალური და ადამიანმა შეძლოს ნორმალური ცხოვრება, სიღნაღშიც, წნორშიც, ბოდბეშიც და მთელ საქართველოშიც”-აღნიშნა გახარიამ და იქვე დასძინა, რომ მიუხედავად პანდემიისა არჩევნებს ისედაც მოიგებენ.

“ჩვენ უბრალოდ არ გვჭირდება არანაირი გართულება, არჩევნებს ისედაც მოვიგებთ, ღიად და სამართლიანად. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პანდემიას ცალკე ვებძვით, ეკონომიკურ კრიზისს ცალკე. ახლა არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი. ჩვენ, უბრალოდ არ გვჭირდება არანაირი გართულება, არჩევნებს ისედაც მოვიგებთ ღიად და სამართლიანად. უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ხმა მივცეთ, ვისაც ღირსეულად ვთვლით “- განაცხადა გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” პირველმა ნომერმა გიორგი გახარიამ, რთველზეც ისაუბრა და ყურძნის უჭარბ მოსავალზე გააკეთა აქცენტი.

“20 ათასი ტონა მოსავალი მოვიდა სიღნაღში, რაც ისტორიაში უპრეცენდენტოა ამ მუნიციპალიტეტისთვის. 6-ჯერ გაზრდილია ყურძნის მოსავალი, ოჯახებში დამატებით 250 მილიონი ლარი შევიდა. მთლიანად,300 ათას ტონას ველოდებით-განაცხადა პრემიერმა.

დავით სონღულაშვილი
“დავგეგმეთ სიღნაღს დაუბრუნდეს ისტორიული ფუნქცია და ამასთანავე, გაიხსნას ბოდბისხევის ისტორიული ბაზარი, რომელიც კინაღამ საუკუნისაა “- ამის შესახებ, პარტია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა, სიღნაღის ამომრჩეველთან მის წარდგენაზე განაცხადა.

დავით სონღულაშვილი მოსახლეობას მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარების დაპირება მისცა.

“ფაქტობრივად ყველა სოფელსა და უბანში მივედი და გვეცანი ყველა საჭიროებებს, დავგეგმეთ ოთხის წლის განმავლობაში, მოსაგვარებელი საკითხები, დავიწყეთ მსჯელობა, რომ სიღნაღს დაუბრუნდეს ისტორიული ფუნქცია.აუცილებლად გაიხსნება ბიდბისხევის ტრადიციული ბაზარი, რომელიც საუკუნისაა.განხორციელდება წნორის მასშტაბური ოროექტი, რომელიც 24 საათიანი წყალმომარაგებას გულისხმობს და ამ კუთხით კიდევ 13 სოფელი მიიღებს 24 საათიან წყალმომარაგებას. მოვაგვარებთ, საცხოვრებელი და მიწების რეგისტრაციის პრობლემებს.”- განაცხადა სონღულაშვილმა.

” წარსულს საზოგადოებამ უკვე მისცა შეფასება, ჩვენი მთავარი საზრუნქვი არის მომავალი”- ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სიღნაღში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

“დღეს ყველა მოქალაქეს აინტერესებს რა იქნება მომავალში. ჩვენ მზად ვართ რომ განვაახლოთ თქვენთან ნდობა, მზად ვართ რომ თქვენთან ერთად განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება და ავიღოთ პასუხისმგებლობა მომავალზეც. ჩვენ მომავალში უფრო დიდ ყურადღებას მივაქცევთ განათლებას და შევქმნით უფრო მეტ შესაძლებლობებს განათლების სფეროში, რათა ახალგაზრდებმა მიიღონ უფრო ხარისხიანი, უფრო კონკურენტული ცოდნა და უფრო მეტი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ გვსურს, რომ შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის და ამისთვის, უნდა გავაძლიეროთ, ისეთი პროგრამების მუშაობა, როგორიც არის აწარმოე საქართველოში, სოფლის მეურნეობის მცხარდაჭერის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის პროგრამები” – დასძინა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხელისუფლების მნივნელოვან მიღწევად, საარჩევნო სისტემის შეცვლა დაასახელა და “ნაციონალური მოძრაობა” გააკრიტიკა.

“ჩვენ შევცვალეთ და ჩავატარეთ საკონსტიტიციო რეფორმა, ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო სისტემა. ნახეთ, რომ ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ოპოზიციაში ყოფნისას, საკონსტიტუციო რეფორმას ხმა არ მისცა. “ქართული ოცნება” არის პილიტიკური ძალა, რომელმაც , ხელისუფლებაში ყოფნისას, შეცვალა საარჩევნო სისტემა.” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

გურჯაანი,საგარეჯო,სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენა, პარტიამ დღეს 4 ოქტომბერს, სიღნაღში დაასრულა.

მაჟორიტარობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი ადგილობრივ ამომრჩეველს, საქართველოს პრემიერ- მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და პარტიის გენარალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წარუდგინეს.

ტრადიციულად, “ქართული ოცნების” პარტიის პრეზენტაციებს სამღვდელოების წარმომადგენლები ესწრებიან, თუმცა სიღნაღის წარდგენა გამონაკლისი იყო. შეხვედრაზე არ იმყოფებოდა ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი.

სამაგიეროდ, ჩვეულებრივი ადამიანების ნაცვლად, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იყვნენ წარმოდგენილნი: ლალი მაროშკინა, ნანული სარაჯიშვილი, ბესო ბერულაშვილი და სხვები. “ოცნებას” არც საჯარო მოხელეები და პედაგოგები დაავიწყდა.

სონღულაშვილის წარდგენა, მუნიციპალიტეტების მიხედვით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად,”ქართულმა ოცნებამ” 14 აგვისტოს დაიწყო.

მოუსმინეთ ასევე

კახეთში”ოცნების” კანდიდატის კამპანია ქეიფით მიმდინარეობს

“ქართული ოცნების” პრეზენტაციები ხალხის გარეშე – რეპორტაჟი ლაგოდეხიდან

მსგავსი პოსტები

Back to top button