Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

მუხთარლის თქმით, საკონსულო თბილისში ჩამოსვლაში ხელს უშლის

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

98

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც დღეს გერმანიიდან თბილისში უნდა ჩამოსულიყო, წერს, რომ ბერლინის აეროპორტში გამოფრენის შესაძლებლობას არ აძლევენ.

მისი თქმით, დაბრკოლებებს უქმნის საქართველოს ავიახაზები და საქართველოს საკონსულო გერმანიაში. როგორც აფგან მუხთარლი წერს, მას ეუბნებიან, რომ საბუთები არ აქვს წესრიგში.

“სიმართლე არ არის [რომ საბუთები არ მაქვს წესრიგში]. როგორც ჩანს, გაიგეს რომ მოვდივარ და სურთ, შემაჩერონ. ჩემი დოკუმენტები შეესაბამება იმას, რაც ეწერა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე. მე ისინი შევავსე და მივიღე თანხმობა გამგზავრებაზე”, – წერს აფგან მუხთარლი.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი