რეგიონისიახლეები

ფოთის მე-6 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა

ფოთის მე-6 საბავშვო ბაღში კორონავირუსის შემთხვევის გამო სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდა.

როგორც რადიო თბილისს, სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორმა მაკა ზარანდიამ განუცხადა, ვირუსი ერთ აღმზრდელს დაუდასტურდა.

“მე-6 ბაღის აღზრდელი გაიტესტა გუშინ და პასუხი დღეს დილით გახდა ცნობილი. შესაბამისად, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთი დღით შეგვეჩერებინა სააღმზრდელო პროცესი. ამ ეტაპზე ველოდებით ეპიდემიოლოგების მითითებას შემდგომ ღონისძიებებთან დაკავშირებით. დაახლოებით შუადღის შემდეგ გვეცოდინება როგორ ვიმოქმედოთ“, – განაცხადა მაკა ზარანდიამ.

ამასთან, საქართველოში გამოვლენილი კორონავისრუსის 1186 ახალი შემთხვევებიდან 6 ფოთში დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური კვლევები ამ დრომდე გრძელდება.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button