მნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისიახლეები

მმართველმმა პარტიამ სკოლის დირექტორებს საარჩევნო დავალება მისცა

სამცხე-ჯავახეთში, მმართველმმა პარტიამ სკოლის დირექტორებს საარჩევნო დავალება მისცა.

როგორც რადიო ჰერეთს, ერთ-ერთმა მასწავლებელმა განუცხადა, დირექტორისგან დავალება აქვთ, საარჩევნო ბიულეტენები გარეთ დაკეცონ.

“დირქტორს ვინ დაავალა არ ვიცი, მაგრამ დირექტორმა გვითხრა, რომ ასე დაავალეს ჩვენთვის გადმოეცა. მასწავლებლებმა და მათმა ოჯახის წევრებმა შიგნით შემოხაზონ და გარეთ დაკეცონ ბიულეტენი, ისე რომ შესაძლებელი იყოს გარჩევა, ნამდვილად 41 შემოხაზეს თუ არა”, – განუცხადა რადიო ჰერეთს მასწავლებელმა და დასძინა, რომ მასწავლებლები ვალდებულები არიან, საარჩევნო უბანზე ყველა ერთდროულად მივიდეს.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 31 ოქტომბერს ჩატარდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button