მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“ქართული ოცნების” კანდიდატი საკუთარ თავს და პარტიას ხმას ვეღარ მისცემს

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ” ქართული ოცნებიდან” ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში, ირაკლი ქადაგიშვილი, საკუთარ თავსა და პარტიას, ხმას ვეღარ მისცემს.
მიზეზი, ქადაგიშვილის კორონა ვირუსით ინფიცირება გახდა, რის შესახებაც, მან საკუთარ ფეიბუქ გვერდზე 29 ოქტომბერს დაწერა.
ქადაგიშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პლატონ კალმახელიძის განმარტებით, კანდიდატმა გადასატანი ყუთის სიაში დარეგისტრირება ვერ მოასწრო.
“მას ვირუსი ისეთ დროს დაუდასტურდა, როცა რეგისტრაციის ვადა უკვე ამოწურული იყო. აქედან გამომდინარე, ის, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს” – განაცხადა კალმახელიძემ რადიო ჰერეთთან.
ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რადიო ჰერეთთან განმარტა, რომ კანონი გამონაკლისს არ უშვებს.
მიუხედავად, კორონა პანდემიისა, გამონაკლისი არ არსებობს. სია გადმოგვეცემა, ცსკო- დან. თუ მან, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, დარეგისტრირება ვერ მოასწრო, გადასატანი ყუთის სიაში ვერ შევიტანთ- განაცხადა რეზო გაიპარაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება.კახეთის ორ გაერთიანებულ ოლქში, მაჟორიტქრი დეპუტატის ორი მანდატის მოსაპოვებლად, 37 კანდიდატი იბრძვის.

ქადაგიშვილი ერთ-ერთია, სამი მაჟორიტარობის კანდიდატიდან, რომელზეც “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 29 ოქტომბერს პირობა დადო, რომ თუ ის ვერ გაიმარჯვებს პოლიტიკიდან წავა.

“გუშინ დაიდო IPSOS-ის მონაცემები, რომლის მიხედვითაც მელია, ხაბეიშვილი და ბოტკოველი არჩევნებს იგებენ, თანაც, პირველ ტურში. მარტივად გეტყვით, თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან – ეს არის კობიაშვილი გლდანში, სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავში, ახმეტაში, ყვარელსა და ლაგოდეხში – რომელიმე მათგანი ვერ მოიგებს არჩევნებს, მე წავალ პოლიტიკიდან. რაც შეეხება საპირისპირო შემთხვევას, თუ სამივე მოიგებს არჩევნებს, შევთანხმდეთ ასეთ რამეზე – ნიკა გვარამიმა წავიდეს ქართული მედიიდან და ქართული პოლიტიკიდან. გადაეცით თქვენს ქალაჩუნა დირექტორს” – განაცხადა კობახიძემ მთავარი არხის კვლევის კომენტირებისას.

Edison Research-ის კვლევის შედეგებით კი, კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას თელავის, ყვარელის და ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

ირაკლი ქადაგიშვილი, ქართული ოცნება – 44%;
გიორგი ბოტკოველი, ენმ – 41%;
ზურაბ ჭიაბერაშვილი, ევროპული საქართველო – 13%;
სხვა კანდიდატი – 2%;

Edison Research-ის კვლევის შედეგებით, კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას გუჯაანის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს მაჟორიტარულ ოლქში, არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

დავით სონღულაშვილი, ქართული ოცნება – 62%;

გიორგი ღვინიაშვილი, ევროპული საქართველო – 18%;

ლევან ბეჟაშვილი, ენმ – 15%;

ეკა ქვლივიძე, ლელო – 3%;

სხვა კანდიდატი – 2%;

კვლევა 25 აგვისტო – 7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2850 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.0%-ია.

წაკითხეთ ასევე

დეპუტატის ორი მანდატისათვის კახეთში ოთხი ყოფილი გუბერნატორი იბრძოლებს

მსგავსი პოსტები

Back to top button