Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

„ბარსელონა“ და ლიონელ მესი დააჯარიმეს

115

„ლა-ლიგაში“ 28 ნოემბერს, „ოსასუნასთან“ შეხვედრის დროს, მარადონასადმი მიძღვნილი გოლის და ჟესტის გამო ლიონელ მესი 600 ევროთი დაჯარიმდა. კლუბს კი 350 ევროს ოდენობის ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა.

ფეხბურთელმა, გატანილი გოლის შემდეგ, „ბარსელონას“ ფორმა დროებით გაიხადა და არგენტინული კლუბის „ნიუელს ოლდ ბოისის“ მაისური გამოაჩინა, სადაც სხვადასხვა დროს ორივე არგენტინელი თამაშობდა.

მატჩის არბიტრმა აღნიშნული ჟესტის გამო მესის ყვითელი ბარათი უჩვენა, რასაც კატალონიელების პროტესტი მოყვა და მისი გაუქმება სცადეს.

რაც შეეხება ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი კომიტეტის მიერ დაკისრებულ ჯარიმებს, კლუბის ადმინისტრაცია მის გასაჩივრებას სააპელაციო კომისიაში აპირებს.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი