Hereti FM - ჩვენ ვსაუბრობთ თქვენს ენაზე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს

80

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო მარათონში 3 პრეტენდენტია ჩართული. ლაშა ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე 30 დეკემბერს ჩანიშნულ ყრილობაზე კავშირის ნამდვილ წევრებს საკუთარ პროგრამებს წარუდგენენ, რის შემდეგაც დღის წესრიგით გათვალისწინებული კენჭისყრის პროცედურა დაიწყება.

არჩევნები ერთი წლით ადრე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ყრილობა კოვიდპანდემიის გამო გადაიდო.

რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, რომელიც 16 დეკემბერს, გამგეობის სხდომაზე მიიღო, სპორტოის ამ სახეობის ფედერაციის პრეზიდენტის ასარჩევად, კავშირის ნამდვილ წევრთა ყრილობა თბილისში, “ლოკომოტივის სარაგბო ბაზაზე“ 30 დეკემბერს, 13 საათზე გაიმართება.

ფეისბუქ კომენტარები
რადიო ჰერეთი