კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ავტოსაგზაო შემთხვევა სიღნაღში მსხვერპლით დასრულდა
ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში. წნორში მომხდარ ავარიას 20 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი კედელს შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად, მანქანაში მჯდომი მეორე პირი, მძიმედ დაშავდა.
18 წლის ახალგაზრდა, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, წნორში, “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, ახალგაზრდას მრავლობითი მოტეხილობები აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დრომდე კრიტიკულია.
მომხდარ ფაქტზე, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ადამიანის სიცოცხლის მოსპობით გულისხმობს.