კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გვარების ომი – სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო

პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმის სასამართლო პროცესი გადაიდო.

სხდომა საქმის არსებითი განხილვისათვის, თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ბრალდებულმა, შმაგი მუთოშვილმა პროცესში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო.

ბრალდებულის ადვოკატის, ბადურ გულიაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს დისტანციურად უნდა დასწრებოდა, ხოლო ბრალდების მხარეს მოწმეები უნდა წარედგინა.

“შმაგი მუთოშვილს პროცესში ონლაინ წესით უნდა ჩართულიყო, ბრალდებას კი მოწმეები უნდა მოეყვანა. თუმცა შმაგის რიგმა არ მოუწია და პროკურატურამ მოწმეები არ მოიყვანა. ეს არის საქმის გაჭიანურება, რომ რამენაირად ოჯახზე გავლენა მოახდინონ- განაცხადა გულიაშვილმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 25 მარტს ჩაინიშნა.

შმაგი მუთოშვილს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109- ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულმა მისი ძმის, ვისური მუთოშვილის მკვლელობის საქმის ერთ- ერთი ფიგურანტის, მურად ქავთარაშვილის სახლი დაცხრილა, რა დროსაც სახლში ოჯახის სამი წევრი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ვისური მუთოშვილი, 2019 წლის 27 ნოემბერს, სოფელ საკობიანოსთან, ქავთარაშვილების გვართან სისხლიანი დაპირისპირების დროს მოკლეს.

საქმეზე ორი პირი იხდის სასჯელს, თავად გვარების შერიგება, ქისტური ადათის მიხედვით, დღემდე არ ხერხდება.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

მსგავსი პოსტები

Back to top button