მსვლელობა თავისუფლებისთვის – აქციას ზუგდიდიდან 500-მდე მოქალაქე უერთდება
მსვლელობა თავისუფლებისთვის – მოქალაქეები თბილისში დაგეგმილ აქვიას სამეგრელოდანაც უერთდებიან.
ზუგდიდიდან აქციაში მონაწილეობის მისაღებად,დილის 6 საათიდან 500-მდე ადამიანი წამოვიდა.
ასევე,რამდენიმე ასეული ადამიანი დაიძრა მარტვილიდან, სენაკიდან და აბაშიდან.
მსვლელობა თავისუფლებისთვის დღეს ტარდება. მოთხოვნით-ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.
ოპოზიციამ საერთო სტრატეგია ენმ-ის ოფისში ყოველდღიური შეხვედრებისა და კონსულტაციების შემდეგ ჩამოაყალიბა, რომელსაც მოქალაქეებს დღეს გააცნობს.
საპროტესტო აქციების გამართვა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ენმ-ის ოფისიდან სპეცრაზმის შტურმის შემდეგ, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.