რეგიონისიახლეები

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა

ჭყონდიდის და მარტვილის ეპარქიის ახალმა მიტროპოლიმმა მეუფე სტეფანემ, ეპარქიაში მოღვაწე დიაკვნებს კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მიტროპოლიტმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა და განაცხადა, რომ დიაკვნებმა არ გაითვალისწინეს მისი გაფრთხილება დასწრებოდნენ წირვა-ლოცვებს და ბოლო პერიოდში მათი ქმედებები ეწინააღმდეგებოდა ეპარქიის წესებს, რადგან დიაკვნები პეტრე ცაავას გარდა სხვა მეუფეს არ აღიარებენ. მამა კანსტანტინე გაბისონიას კი კონფლიქტი აქვს ეპარქიის სხვა სასულიერო პირთან.

მეუფეს თქმით, სასულიერო პირებს შორის განხეთქილება მიუღებელია და თესავს მხოლოდ შუღლს და სწორედ, ამის გამო მათ შეუწყდათ უფლებამოსილება.

მიტროპოლოტის განცხადებით, დიაკვნებს მღვდელმსახურება მას შემდეგ აღუდგებათ, რაც ისინი საჯაროდ მოინანიებენ მათ საქციელს.

მსგავსი პოსტები

Back to top button