მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები
“მალე შევხვდებით”-გიორგი გახარია

ყველა არსებულ კითხვას პასუხი მალე გაეცემა,ამბობს ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა.
“არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. მალე შევხვდებით”. – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას
შეგახსენებთ, გიორგი გახარაიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მისი განმარტებით გადაწყვეტილება გუნდთან შეუთანხმებლობის გამო მიიღო,რაც ნიკა მელიას დაკავების პროცესს უკავშირდებოდა..